ხობის ღვთისმშობლის ტაძარში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. კანკელის
ფუნდამეტში ჩაშენების სამუშაოების დროს ნაპოვნია თაღოვანი კედელი.
წინასწარი გათვლებით, ეკლესიის ძირში კიდევ ერთი ეკლესიაა.
თავად ღვთისმშობლის ეკლესია მე-11 საუკუნით თარიღდება, თუმცა
ექსპერტების ვარაუდით, შენობა შესაძლოა გაცილებით უფრო ადრეულ საუკუნეებს
განეკუთვნებოდეს.
|