ყოფილი ასტრონომი ჯულია, რომელსაც თვალებზე სერიოზული პრობლემა აქვს, თავის
ტყუპისცალ დას სარას ძველი სახლის სარდაფში დამხჩვალს პოულობს. პოლიციის
ოფიციალური ვერსიით - ეს თვითმკვლელობაა. ტრაგედიის მიზეზი იგივე
ავადმყოფობაა, რაც ჯულიას ჭირს - მხევდველობის სრული დაკარგვა. მთავარი
გმირი ხვდება, რომ ეს თვითმკვლელობა არაა და, რომ სარა მოკლეს. ჯულია
საქმის გამოძიებას იწყებს. მან უნდა იპოვოს თავისი დის მკვლელი მანამდე,
სანამ ბოლომდე დაკარგავს სინათლეს თვალებში.
|