სამშაბათი, 03.12.2024, 21:01
მოგესალმები სტუმარი | RSS

The Best Warez Portal In The World

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » მართლმადიდებლურ ტაძრებში ბარბარობის დღესასწაული აღინიშნა
19:21
მართლმადიდებლურ ტაძრებში ბარბარობის დღესასწაული აღინიშნა
ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა დღეს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინა. განსაკუთრებული სიმრავლე წმიდანის სახელობის ტაძრებში შეინიშნებოდა.

წმიდა ბარბარე სამგორის რაიონსა და ვაჟა-ვშაველას გამზირზე მდებარე წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარში დილიდან უამრავი მომლოცველი მიდის. წირვა-ლოცვა ავჭალის არასრულწოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა. ნაძალადევის რაიონის, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში კი ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მაქსიმემ აღასრულა. მან მრევლი დალოცა და წმიდანის მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ ისაუბრა.

წმიდა ქალწულმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება, თუმცა ის ყველას შეეწევა, ვინც რწმენითა და გულმხურვალედ მიმართავს. წმიდა ბარბარეს ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვისაც ევედრებიან.

წმიდა დიდმოწამე სარწმუნოებისთვის IV საუკუნეში აღესრულა. მას თავი საკუთარმა მამამ მოჰკვეთა. “რით დაიმსახურა წმიდა ბარბარემ ასეთი დიდი მადლი ღვთისა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, მისი ცხოვრება უნდა გავიხსენოთ. წარმოვიდგინოთ ორი პიროვნება – წმიდა ბარბარე და მისი მამა – დიოსკორე. თქვენ იცით, რომ ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის – უძველესი პრობლემაა… ორი ადამიანი იდგა სრულყოფის კიბეზე: ბარბარე და მამამისი. თითქოს, მამა ცდილობს, თავის შვილს, ბარბარეს, სიკეთე გაუკეთოს. მას ხომ ერთადერთი შვილი ჰყავდა. ცოლი ადრე გარდაეცვალა და მთელი თავისი სიყვარული თავის ერთადერთ ასულს, ბარბარეს მიუძღვნა. მაგრამ ეს სიყვარული იყო არასწორი, არასულიერი. სულ სხვას ეძიებდა ბარბარე – სულიერს. ერთი არის წარმართი და მეორე – ქრისტიანი. ერთი ეძიებს ამასოფლისას, მეორე კი – სულიერს.

სოფელი ვერ იტევს უფლისმიერ სიბრძნეს და იწყება წმიდა ბარბარეს დევნა, მისი წამება. მან არ დათმო თავისი რწმენა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდა თავისი მამის ხასიათს, რომ ის უკან არ დაიხევდა და ბოლომდე ეცდებოდა ბარბარეს დამორჩილებას. წმიდა ბარბარეს საფლავი მაგრამ წმიდანი ასეთივე მტკიცე რწმენითა და ურყევი ნებისყოფით მიიწევს წინ! ადამაიანის არჩევანი განსაზღვრავს სრულყოფის კიბეზე სვლის მიმართულებას. ამ ამ კიბეზე მდგარი ორი ადამიანი – ბარბარე და მამამისი სხვადასხვა მიმართულებით იწყებენ სვლას: ერთი მიდის მაღლა, მეორე ეშვება ჯოჯოხეთში და ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მამა თავისი ხელით კლავს საკუთარ შვილს,” – უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია (ჩოლოყაშვილის ქუჩაზე), 17 დეკემბერი, 2006 წ.).

ქალწულმოწამე ბარბარე საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. დღესასწაულს დიდი სიხარულით წმიდანის სახელის მატარებელი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ელიან. ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია და ოჯახებში ლობიანებს აცხობენ, თუმცა მას, ისევე როგორც ამ დღის ბედობასთან კავშირს, ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან ბედობა ცრურწმენაა.

წმიდანის წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის ტაძარში განისვენებს და მისგან სასწაულები დღესაც აღესრულება.
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 1057 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: martlmadidebloba, qaltsulmotsame, Barbare, qalwulmowame, წმიდა ბარბარე, tsc. barbare, qalculmocame | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

მენიუ
პროგრამები [26]
თამაშები [34]
ფილმები [105]
ვიდეო [22]
კლიპები [14]
მუსიკა [24]
სურათები [4]
რელიგია [5]
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
რეკლამის ადგილი
EUROWAREZ By Nikolozi - Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz