ხუთშაბათი, 26.06.2025, 01:40
მოგესალმები სტუმარი | RSS

The Best Warez Portal In The World

თქვენი ინტერნეტ მეგზური

მთავარი » სტატიები » სტატიები

კოკოითი ოსი ხალხის რუსებთან გაერთიანებას ცდილობს
 
 

სამხრეთ ოსეთი თავად განსაზღვრავს, თუ როგორ და ვისთან ერთად იცხოვროს, - განაცხადა ედუარდ კოკოითმა `როიტერთან` ინტერვიუში. რუსეთ-საქართველოს ომის ერთი წლისთავზე, ოსი სეპარატისტების ლიდერი კრემლს ცხინვალში მეტი რუსი ჯარისკაცის გაგზავნას და იარაღით მომარაგებას სთხოვს.

ედუარდ კოკოითი ღიად აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური მიზანი ოსი ხალხის რუსებთან გაერთიანებაა.

`დღეს სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი და აღიარებული სახელმწიფოა. ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, ჩვენ თავად ავაშენებთ ქვეყანას. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთთან მუდმივად ვითანამშრომლებთ. დრო მოვა და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ რუსეთის ნაწილი გახდეთ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 98% რუსეთის ფედერაციის პასპორტის მფლობელია და ამ ფაქტს დასავლეთმა პატივი უნდა სცეს. თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო დღეს თავის მოკავშირეებთან ერთად ატარებს, რომლებსაც რეგიონში ძირითადად გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ, ვფიქრობ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რუსი სამხედროების საკმარისი რაოდენობა არ იმყოფება. იგივე შეიძლება ითქვას უფრო სერიოზული იარაღის ფლობასთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვჭირდება ისინი არა მარტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესიის მოსაგერიებლად, არამედ კავკასიაში სტაბილურობის დასაცავად,` - განაცხადა კოკოითიმ
 
 
 
 


წყარო: http://www.rustavi2.com
კატეგორია: სტატიები | დაამატა: Nikolozi (03.08.2009)
ნანახია: 1000 | ტეგები: oseti, OSI, ruši, გაერთიანებას, რუსებთან, kokoiti, ხალხის, ruseti, კოკოითი, ოსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მენიუ
სპორტი [19]
პრიკოლები, იუმორი და ანეკდოტები [21]
არსენალი [4]
მედიცინა [5]
სტატიები [12]
რელიგია / ქრისტიანობა - მართმადიდებლობა [6]
ავტო - მოტო [7]
კლუბური ცხოვრება, მუსიკა, ვიდეო, ამბები ... [7]
სიყვარული [5]
ელ - წიგნები და ჟურნალები [19]
მუსიკები [21]
მობილური [7]
პოლიტიკა [4]
სურათები [23]
სერიალები [10]
კლიპები [23]
რეკლამის ადგილი
EUROWAREZ By Nikolozi - Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz